საქართველოში არჩევნები შედგა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნული განცხადება საგანგებო ბრიფინგზე "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა.
მისი თქმით, არჩევნებმა საქართველოს მასშტაბით, თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩაიარა.
"მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. დღევანდელი დღე იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების გზაზე. არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, სადაც ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა საკუთარი არჩევანი გაეკეთებინა. მადლობას ვუხდით ამომრჩეველს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. საქართველოში არჩევნები შედგა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“. ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანზე ლიდერობენ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები. საზოგადოების მიერ გამოცხადებული ეს უდიდესი ნდობა გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას. მზად ვართ განახლებული ენერგიით განვაგრძოთ ყველა იმ გეგმის განხორციელება, რომელიც სწრაფი განვითარების გზით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.