"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა რურუას განცხადებით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მისული მარკირებული ამომრჩევლები სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლები იყვნენ.
"ვერ გავაკეთილშობილებ ამ ცრუპენტელა ქალბატონის სისულელეებს იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, ვინც მიზანმიმართულად თავისი კარიერისტული მიზნებისთვის ყველაფერს კადრულობს, დაწყებული რუსეთის ოკუპანტის სტატუსის მოხსნის გაჟღერებით და, როგორც ჩანს, მისი პარლამენტში ასეთი უკანონო ქმედებებით შეთრევა სწორედ ამისთვის არის, რომ მან ითამაშოს ე.წ. მეხამრიდის როლი ოცნებისთვის და ყველაფერი სისაძაგლე, რაც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, მან გააჟღეროს და მეორეც ქალია, რომელსაც საარჩევნო კამპანია არ უწარმოებია და ის ხმები არის აბსოლუტური მანიპულაცია სამთავრობო კარუსელებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და მოსყიდვით მიიღო", - განაცხადა ნიკა რურუამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.