ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ჩხუბი მოხდა. “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატი, ბათლომე შელია და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი გოგა თოდუა, რომელიც, ამავე დროს, გამგებლის მოადგილეცაა, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გოგა თოდუამ შელიას ბოთლი ესროლა. ამის შემდეგ დაპირისპირებაში “რესპუბლიკელებიდან” ნიკოლოზ ზარქუაც ჩაერთო, რომელმაც ბათლომე შელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბათლომე შელიას სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განთავსებული კომენტარი გახდა, რომელშიც ის ხელისუფლებას “ბოდიალის ხელისუფლებად” მოიხსენიებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.