ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 50-ვე მაჟორიტარულ ოლქში 37.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 929 265 ამომრჩეველია.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ყველაზე აქტიური მთელი დღის განმავლობაში იყო მცხეთის მაჟორიტარული ოლქი, სადაც აქტივობა არის 62.53%. ასევე აქტიური იყო ახალციხე/ადიგენი, სადაც საბოლოო მონაცემებით, აქტივობამ 56.27% შეადგინა და ლანჩხუთი/ჩოხატაური - 52.27%-ით.
ყველაზე პასიური საარჩევნო ოლქი იყო გორის #41, სადაც მეორე ტურში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლის მხოლოდ 21.84%-მა მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.