ირაკლი კობახიძე: „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა ერთი ოლქისა
30-10-2016, 14:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, 50-ე საარჩევნო ოლქში, გარდა ერთი ოლქისა, ერთი გამონაკლისისა, ეს არის ხაშურის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, სადაც ჯერჯერობით ითვლება არჩევნების შედეგები, - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

 


"კიდევ ერთხელ გვინდა გაგაცნოთ არჩევნების წინასწარი შედეგები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა. ამჟამად უკვე დათვლილია უბნების უდიდესი ნაწილი და შესაბამისად, ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, 50-ვე საარჩევნო ოლქში, გარდა ერთი ოლქისა, ერთი გამონაკლისისა, ეს არის ხაშურის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, სადაც ჯერჯერობით ითვლება არჩევნების შედეგები და სადაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით მრეწველების კანდიდატს.

 

 

ჩვენ გვინდა დიდი მადლობა განვუცხადოთ ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის. ვულოცავ თითოეულ ამომრჩეველს ქართული დემოკრატიის კიდევ ერთ გამარჯვებას. იმ გამარჯვებას, რომელიც აუცილებლად მოიტანს საქართველოში თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი