ლარი ძირითად უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში დღესაც გაუფასურდა
06-03-2015, 07:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლარი ძირითად უცხოურ ვალუტებთან, დოლართან და ევროსთან მიმართებაში დღესაც გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც 7 მარტიდან 1 აშშ დოლარი 2.1740 ლარი ეღირება.

 


ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.1415 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0325 ლარი შეადგინა.

 


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 7 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.3844 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.3657 ლარს შეადგენდა.

 

 

გუშინწინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები მთლიანად გარე ფაქტორებს დაუკავშირა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა, რომელმაც განაცხადა: "კითხვა იყო, თუ რატომ მოხდა ლარის გამყარება ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ახასიათებს მცოცავ გაცვლით კურსს, აქედან გამომდინარე, აქ პროგნოზები, ან რაიმე კონკრეტული ზომების მიღება, არ არის მიზანშეწონილი იმიტომ, რომ განსაზღვრა და პროგნოზირება ძალიან რთულია მცოცავი რეჟიმის შემთხვევაში," თქვა გრიფითსმა, რომელმაც ურჩია საქართველოს ეროვნულ ბანკს შეინარჩუნოს მცოცავი რეჟიმი, გაუფრთხილდეს სავალუტო რეზერვებს და არ განახორციელოს ბაზარზე ინტერვენციები.

 

 

 

კომენტარები: 2
#2   tech
      
Wow! Such an amazing and helpful post this is. I really really love it. It's so good and so awesome. I am just amazed. I hope that you continue to do your work like this in the future also. สล็อต888คาสิโนออนไลน์
5 ივნისი 2022 00:53
#1   tech
      
very interesting post.this is my first time visit here.i found so many interesting stuff in your blog especially its discussion..thanks for the post! ทดลองเล่น บาคาร่า ออนไลน์
24 აპრილი 2022 09:02
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი