ქედის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა“ 25 წლისაა. ანსამბლი ,,ელესა"-ს საიუბილეო საღამო მრავალფეროვანი პროგრამით გაიმართა: კულტურის ცენტრის ფოიეში მოეწყო ეთნოგრაფიული გამოფენა, გალა- კონცერტი გამართეს ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლებმა: ,,იაგუნდი", ,,ფესვები", ,,მოყვარე", ,,ელესა", ,,ბეთლემი" და სპეციალურმა სტუმარმა ლატვიიდან - ანსამბლმა ,,სვიტრა".
მოეწყო ანსამბლის პირველი აუდიო ალბომის პრეზენტაცია, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთობლივი თანამშრომლობით იქნა გამოცემული. ,,ელესა"-ს ლოტბარის - ტარიელ მამალაძის დაჯილდოების ცერემონიალი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფოლკლორის ეროვნული ცენტრის, აჭარის ა/რ მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები.
საიუბილეო საღამო ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.