საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის ყველა პროცედურას გეგმის მიხედვით მიყვებიან. თამარ ბერუჩაშვილი იმედოვნებს, რომ რიგის სამიტის წინ გამოქვეყნებული ანგარიში პოზიტიური იქნება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე პრაქტიკულად დარჩენილია რამდენიმე კვირა, რომლის განმავლობაში ექსპერტები გააგრძელებენ შესაბამისი უწყებების შემოწმებას და მონიტორინგს, ვალდებულებების შესრულებასთან და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრულია სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში.
"ამის შემდეგ ჩვენ ველოდებით სპეციალური ანგარიშის მომზადებას, რომელშიც ასევე ჩართული ვიქნებით. პროცედურების მიხედვით, ევროკომისიამ საბოლოო ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს რიგის სამიტის წინ. ჩვენ ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ ეს ანგარიში იქნება პოზიტიური, რომელიც იქნება ძალიან კარგი საფუძველი შემდგომი ეტაპისთვის - პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზაციისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რათა მიღებული იქნას საბოლოო გადაწყვეტილება.
პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყებების წარმომადგენლები ახორციელებენ ვიზიტებს ევროკავშირის დედაქალაქებში, ხვდებიან ყველა შესაბამის უწყებას, პარტნიორებს და ესეც არის ნაწილი პოლიტიკური მხარდაჭრის მობილიზაციის ნაწილი," განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
"რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით პოზიტიურ ანგარიშს ტექნიკური საკითხების დასრულებასთან დაკავშირებით, რაც არის ევროკომისიის კომპეტენცია," აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.