"ქართულმა ოცნებამ" პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჯამში 115 დეპუტატი გაიყვანა და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
ცესკოს წინასწარი პირველადი მონაცემების თანახმად, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო 113 მანდატზე 2 -ით მეტი მანდატი მოიპოვა.
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებში 44 მანდატი მიიღო, ხოლო მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში - 23 მანდატი. 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში კი ცესკო-ს პირველადი წინასწარი მონაცემებით, 50 მაჟორიტარული ოლქიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გამარჯვება 48 მაჟორიტარულ ოლქში მოიპოვეს და შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ჯამში, 115 მანდატი ერგო.
დანარჩენი 35 მანდატი კი ასე გადანაწილდა: 27 მანდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", 6 მანდატი - "პატრიოტთა ალიანსი", ერთი მანდატი - "მრეწველები", (სიმონ ნოზაძე, ხაშურის მაჟორიტარული ოლქი), ერთი მანდატი კი "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ერგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.