დავით ბაქრაძე: ის, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მართალი ვართ მორალურად ამომრჩევლის წინაშე, გვიქმნის ძალიან მყარ საფუძველს მომავალი პოლიტიკური აქტივობისთვის
31-10-2016, 06:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ ვაპირებდით უბრძოლველად დაგვეთმო საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან მომავალ წლებში, როდესაც ქართული საზოგადოება იგრძნობს ქვეყანაში ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის სამწუხარო შედეგებს, ჩვენ ვიქნებით მორალურად მართალი იმიტომ, რომ ჩვენ არ გავექეცით ბრძოლას, ჩვენ ბოლომდე ვიდექით ბრძოლაში, თუნდაც უთანასწორო პირობებში, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

 

 

"ჩვენ ბოლომდე ვეცადეთ, რომ ამ ქვეყანაში ყოფილიყო დემოკრატიული სისტემა და არ ყოფილიყო ერთ ადამიანზე და ერთ პარტიაზე მორგებული პოლიტიკური სისტემა. ამიტომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ის ფაქტი, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მართალი ვართ მორალურად ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, იმ 500 000 ხმასთან ერთად, რომელიც ჩვენ ავიღეთ ამ არჩევნებში, გვიქმნის ძალიან მყარ საფუძველს მომავალი პოლიტიკური აქტივობისთვის", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

მანვე ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მათ საქციელს "გმირობა" უწოდა. 

 

 

"რაც არ გვკალვს, გვაძლიერებს. ამ არჩევნების შედეგმა ჩვენ ნამდვილად არ მოგვკლა, ამიტომ დროა, ბრძოლის, დროა ახალ ეტაპზე გადასვლის", - აღნიშნა ბაქრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი