საქართველოს რკინიგზის პრივატიზაციის საკითხი ამ დროისთვის არ განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
"ვიღაცეებს უნდათ, რომ შექმნან ნეგატიური ახალი ამბავი, მერე ყველა დავდგეთ და ამაზე ვილაპარაკოთ. საუბარი იყო იმაზე, თუ მოხდება ოდესმე პრივატიზაცია, არსებული საგარეო პოლიტიკური საფრთხეები უნდა იქნეს გათვალისწინებული. რკინიგზის პრივატიზაციის საკითხი ამ წუთას არ იხილება. მაგრამ ჩემის აზრით, იმისთვის, რომ იყოს საქართველოში აქტივების შეფასება უფრო იოლი, ასეთი ტიპის ორგანიზაციების მინორიტარული წილი ბირჟაზე უნდა გავიდეს," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.