ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო "კარგად ადმინისტრირებული, კონკურენტული" და "ქართველი ხალხის ნებას" გამოხატავს. ელჩის თქმით, "ქართველ ამომრჩევლებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შანსი".
მან ამავე დროს აღნიშნა, რომ ამომრჩევლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ოპოზიციას დაუჭირა მხარი და "მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ ერთად იმუშაოს საერთო მიზნებისთვის". ელჩის შეფასებით არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო არის ლიდერი დემოკრატიული განვითარების მხრივ.
„მსურს, მივულოცო ქართველ ხალხს არჩევნების ორი რაუნდის წარმატებით დასრულებას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს არჩევნებთან დაკავშირებით, რომ არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული, კონკურენტული და ზოგადად გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას”, - განაცხადა იან კელიმ და დაამატა:
„როგორც სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი შეშფოთება უკავშირდება ძალადობისა და დაშინების ინციდენტებს. ჩვენ ველოდებით, რომ ეს ინციდენტები იქნება გამოძიებული თავისუფალი და დაბალანსებული სამართლებრივი გზით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, იმოქმედოს კონსესუსის გზით. ქართველი ამომრჩევლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ოპოზიციას დაუჭირა მხარი და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ ერთად იმუშაოს საერთო მიზნებისთვის, რაც არის დემოკრატიის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაცია”.
ელჩის განცხადებით, შეერთებული შტატები მზად არის იმუშაოს საქართველოს საზოგადოებისა და პოლიტიკური სისტემის ყველა ელემენტთან აღნიშნული მიზნების მისაღწევად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.