საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საკითხს აფასებს და ამბობს, რომ ერთი მხრივ, ძლიერი უმრავლესობა და მანდატი გაძლევს შესაძლებლობებს, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ გაზრდილ უფლებამოსილებას გაზრდილი პასუხისმგებლობა ახლავს თან.
მან აღნიშნა, რომ დიდ ყურადღებას აქცევენ ეუთო-ს განცხადებას, რომლის თანახმადაც "არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და სამართლიან გარემოში". "ასევე ყურადღებას ვაქცევთ, ეუთო-სა და სხვა ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებულ გარკვეულ ხარვეზებს”, - დასძინა ჰერმანმა და გამოხატა ევროკავშირის მზადყოფნა იმუშაოს საქართველოსთან აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
მან პარლამენტში შესულ პარტიებს მიულოცა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა და იმედი გამოთქვა, რომ "ისინი გამარჯვებას მოუტანენ ქართულ დემოკრატიას".
"ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტიები პარლამენტში ინკლუზიურად ითანამშრომლებენ და გააძლიერებენ პლურალისტური დემოკრატიის ინსტიტუტებს საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მხრივ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს საქართველოს ახალ პარლამენტთან და ახალ მთავრობასთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს მუშაობა გაგრძელდება ჩვენი ერთობლივი პრინციპების საფუძველზე”, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ელჩის თქმით, ეუთო იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის პასუხისმგებლობა განხორციელდება ინკლუზიურად და ყველა პარტიას, იქნება ის მთავრობაში თუ ოპოზიციაში, ექნება თანამშრომლობის საშუალება საქართველოს პლურალისტური დემოკრატიის გასაძლიერებლად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.