საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებაში გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, თავდაცვის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია ლევან იზორიასგან პირადად მიეღოთ.
თავდაცვის მინისტრმა ოთხწლიან სამოქმედო გეგმასა და თავდაცვის სისტემის განვითარების მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა. იზორიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო მისი გუნდის ხედვა სტრატეგიულ მართვაზე, ძალთა ოპტიმიზაციაზე, ძალთა მზადყოფნის ამაღლებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური სისტემების გაძლიერებაზე.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში მთავრობის წევრების და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ფართო პრეზენტაცია მოეწყობა, რომლის დროსაც საზოგადოებას საშუალება ექნება 100 დღის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების და უწყების სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.
შეხვედრას მინისტრის მოადგლეები, ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.