საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
31-10-2016, 09:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბარდ ივარ სვენდსენს უმასპინძლა. 

 


ლევან იზორიამ ნორვეგიელ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე და რეგიონის უსაფრთხოების საკითხზე გამახვილდა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მაღალი დონის ვიზიტებს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

 


შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ნორვეგიული მხარის დახმარებაზეც ისაუბრეს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ნორვეგიელი ექსპერტების როლი წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მუშაობაში.

 


უწყების განმარტებით, მხარეებმა ნორვეგიის შიდა გვარდიასა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებში, საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის აკადემიებს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომელიც პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.

 

 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ნორვეგიის საელჩოს წარმომადგენელი ჰენრიკ ფოინ შარვა დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი