ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისთვის სემინარი ჩატარდა
31-10-2016, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტებმა, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამდღიანი სემინარი ჩაატარეს.

 


სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, სემინარის მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენ ფსიქიკური აშლილობის მქონე პატიმრების შეფასებისა და მკურნალობის, დაწესებულებაში შესვლისას მათი სამედიცინო შემოწმების, სუიციდისა და თვითდაზიანების პრევენციის თანამედროვე მიდგომებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს.

 


უწყების ინფორმაციით, ღონისძიება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს იმ ერთობლივი სამოქმედო გეგმის ნაწილის წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სემინარი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში ჩატარდა.

 

 

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ფსიქიკური და პიროვნულ აშლილობასთან დაკავშირებული პრობლემები 450 მილიონ ადამიანს აწუხებს. მსოფლიოს მასშტაბით, მსგავსი შემთხვევები ხშირია პენიტენციურ დაწესებულებებში. ხშირად, ასეთი ტიპის დარღვევები ადამიანებს ციხეში შესვლამდეც აღენიშნებათ, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრასთან დაკავშირებული სტრესის გამო, მათი გამწვავების რისკი იზრდება. ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების საჭიროებების გათვალისწინება საზოგადოებაში მათ უმტკივნეულო დაბრუნებას უწყობს ხელს", - აცხადებენ სამინისტროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი