ქობულეთში, საერთაშორისო ფორუმი „ციტრუსის ექსპორტი 2016“ გაიხსნა
31-10-2016, 14:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთში, სასტუმრო “ჯორჯია პალასში” საერთაშორისო ფორუმი „ციტრუსის ექსპორტი 2016“ გაიხსნა. იგი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით იმართება და სამომავლოდ ტრადიციულ სახეს მიიღებს.

 


როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ფორუმის მიზანს ქართული ციტრუსის პოპულარიზაცია და მისი რეალიზაციისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნა წარმოადგენს.

 

 

შეხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ ციტრუსის ექსპორტის შესახებ ისაუბრა და პრეზენტაცია წარადგინა. საერთაშორისო ფორუმში 8 ქვეყნის 19 კომპანია მონაწილეობდა. ღონისძიებას ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


ფორუმის მონაწილეებმა დღესვე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოები - შპს ,,აგროინვესტსერვისი’’, შპს ,,TCF GEORGIA’’ -ი და შპს ,, Georgian industrial Asset Management Group’’-ი დაათვალიერეს.

 


დღის ბოლოს წარმატებული „ნარინჯისფერი რთველის“ უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებით შემაჯამებელი დისკუსია გაიმართა. ადგილობრივ ციტრუსის დამამზადებლებსა და ექსპორტიორებს მიეცათ საშუალება მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი