„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოსახლეობა გაეცურებინა და ეს გამოუვიდა კიდეც საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელმაც გულუბრყვილოდ დაიჯერა მიშას და „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების საფრთხე, - აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
ბურჯანაძის თქმით, სწორედ იმიტომ გადაარჩინა „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ კოჰაბიტაციის გზით, რომ გულუბრყვილო ადამიანებს არჩევანი ჰქონოდათ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის და არა „ქართულ ოცნებასა“ და რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალას შორის.
„ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა მთელი ქართული საზოგადოება და გადაარჩინა „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ, რომ ამ არჩევნებში ნებისმიერ ფასად გამარჯვება მოეპოვებინა“, - აცხადებს ბურჯანაძე.
მისივე თქმით, "რამდენიც არ უნდა ისაუბრონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, ამით ფონს ვერ შექმნიან, მით უმეტეს რომ უკვე არსებობს წინასწარი დასკვნები, რომელიც ამ არჩევნებს ეჭვქვეშ აყენებს".
„ჩვენ ხელთ გვაქვს ასობით გაყალბებული და გადაკეთებული ოქმი, რომელიც ვერც ერთ შემთხვევაში ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ვერანაირ პოზიტიურს ვერ შემატებს და ადასტურებს ამ არჩევნებში მანიპულირებასა და გაყალბებას,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.