13 ადამიანი გარდაიცვალა და 20 სხვა დაკარგულად ითვლება ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაციას BBC ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჩონგპინგის რეგიონში, კერძო მფლობელობაში მყოფ ჯინშანგოუს მაღაროში, გაზის აფეთქება ორშაბათ დილას მოხდა.
ჩინური მედიის ცნობით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, რათა მიაკვლიონ 20 მაღაროელს, რომლებიც ნანგრევებში არიან მოყოლილი.
ჩინეთის მაღაროებში შემთხვევები ხშირია, უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მცდელობის მიუხედავად.
იანვარში შანდონგის პროვინციაში მიწისქვეშ ნანგრევებში მოყოლილი 4 მაღაროელი 36-დღიანი სამძებრო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს. მაღაროს მფლობელმა შემთხვევიდან მალევე თავი მოიკლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.