"ქართული ოცნების" წევრი ზაქარია ქუცნაშვილი რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის აღსადგენად კონსულტაციების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რუსეთის სათათბიროში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქუცნაშვილმა განაცხადა, „დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა გამორიცხულია იმ ბარიერის დაძლევამდე, რაც შეიქმნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად".
"მეოთხე საუკუნეში მირიან მეფემ ზოროასტრებს ევროპული რელიგია ამჯობინა, მაშინ გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა არჩევანი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ.... ვერც კალაშნიკოვი და ვერც სხვა, საქართველოს ისტორიულ არჩევანს ვერ შეცვლის,“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.