დავით კირკიტაძე: ჩამოვედი, რათა საზოგადოებაში დასმულ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი
07-03-2015, 02:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააკაშვილის პრეზიდენტობისას ქვემო ქართლის გუბერნატორი, დავით კირკიტაძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში გამოძიებასთან თანამშრომლობის გადაწყვეტილებით დაბრუნდა.

 


"ჩამოვედი, რათა საზოგადოებაში დასმულ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ კონკრეტული საქმის შემთხვევაში ყველა დარწმუნდება, რომ საქმე გვაქვს უუნარო, არაკომპეტენტურ ხელისუფლებასთან, ხელისუფლებასთან, რომელსაც ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს," განუცხადა კირკიტაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

 

 

დავით კირკიტაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. კირკიტაძის ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქვემო ქართლის ყოფილ რწმუნებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო ამა წლის 24 თებერვალს შეუფარდა და არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

 


გამოძიებიების ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეც-ტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს "ავტოჰაუს-რუსთავი2011"-ისა და შპს "ტიტანი 2011"-ის სასარგებლოდ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელმწიფოს მიადგა 248 400 ლარის მატერიალური ზიანი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი