საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორთან, აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტში ბოლო 4 წლის განმავლობაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდებიდან დაფინანსებული საგზაო პროექტები დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, 2013-2016 წლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 234 547 ლარის, ხოლო მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 274 721 ლარის ღირებულების საგზაო პროექტები დაფინანსდა. აღნიშნული თანხა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების დამაკავშირებელი გზების (23 დასახლებული პუნქტი) რეაბილიტაციას მოხმარდა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ისეთ გზებზე გამახვილდა, რომლებიც იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო.
"დღეისათვის, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ადიგენის მუნიციპალიტეტის 8770 მცხოვრებს როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით თავისუფლად შეუძლია გადაადგილება", -აცხადებენ სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.