ჩემი აზრით, არამართებულია ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, ივანიშვილის მიერ "დახატული" ციფრის 49%-ის უკრიტიკოდ გამეორება, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი აზრით, "არჩევნები გააყალბეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, უპრეცედენტო მასშტაბით".
"ჩემი აზრით არამართებულია ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, ივანიშვილის მიერ "დახატული" ციფრის 49%-ის უკრიტიკოდ გამეორება. სინამდვილეში ყველამ კარგად იცის, რომ მიახლოებითაც კი არანაირი 49% არ ყოფილა და ამ ჰაერიდან მოტანილი პროცენტის გამეორებით, ივანიშვილს ამოცანას ჩვენდაუნებურად ვუადვილებთ.
არჩევნები გააყალბეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, უპრეცედენტო მასშტაბით და თუ ეგრევე ვერ შევძელით სათანადო რეაგირება, ახლა მაინც უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, რათა შემდგომ გადაჯგუფება და ბძოლის ახალი ეტაპი უფრო გამართული პოზიციებიდან დავიწყოთ", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.