პაატა ზაქარეიშვილი: საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იყო შემოთავაზება - მზად ვარ სხვა წინადადებისთვის
01-11-2016, 05:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემთვის არ არის პრობლემა თანამშრომლობა იქ, სადაც საქმე გამოდის, მით უმეტეს, ასეთ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, როგორიც არის „ქართული ოცნება, - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

 

 

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ "საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე" უკვე ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა, უარი განაცხადა, ახლა კი, მისივე თქმით, "ახალ წინადადებებს" ელოდება.

 

 

"მე არ ვიტყვი ვისგან იყო შემოთავაზება და რა, მაგრამ საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იყო ლაპარაკი. ამ ხალხმა არ იცოდა, რომ მე წამოსული ვიყავი პარტიიდან. 11 ოქტომბერს დავწერე განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ და ერთი კვირის შემდეგ იყო ეს შემოთავაზება, მაგრამ არ იცოდნენ. დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ განვიხილეთ და ჩავთვალე, რომ ეს სქემა არ იმუშავებდა. კარგ ხელფასს მივიღებდი, მაგრამ ჩემი ხმა და ჩემი აქტიურობა ნაკლები იქნებოდა. უარი იყო ჩემგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვხურავ ურთიერთობებს. მე მზად ვარ სხვა წინადადებისთვის და ამას არც ვმალავ. ჩემთვის არ არის პრობლემა თანამშრომლობა იქ, სადაც საქმე გამოდის, მით უმეტეს ასეთ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, როგორიც არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი