დავით ზურაბიშვილი: "რესპუბლიკური პარტიისთვის" დანაკარგია უსუფაშვილიც, ხმალაძეც და ხიდაშელიც
01-11-2016, 06:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რესპუბლიკური პარტია" ვახტანგ ხმალაძემ და თინა ხიდაშელმა დატოვეს. ხმალაძე პარტიიდან წასვლის მიზეზად გუნდის წევრებს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს.

 

 

პარტიიდან ხიდაშელისა და ხმალაძის წასვლას "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი წევრი დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

 

 

„კონკრეტულად ვინ რას არ ეთანხმებოდა, ეს მათ უნდა თქვან. დანაკარგი, რა თქმა უნდა, არის უსუფაშვილიც, ხმალაძეც და ხიდაშელიც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნადვილად კოალიციაში დიდხანს ყოფნა და ერთგვარი შეზრდა კოალიციასთან ერთგვარი ასოცირება რესპუბლიკური პარტიისა "ქართულ ოცნებასთან" გახლდათ მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ამომრჩეველმა ვერ დაგვინახა და ვერ აღგვიქვა ოპოზიციურ ძალად. შეიძლება ვიღაცას საწინააღმდეგო მოსაზრება ქონდეს და სხვანაირად ფიქრობდეს, ასეთი რამ ჩვენ პარტიაში ადრეც ყოფილა, მაგრამ არასდროს გამხდარა განხეთქილების საკითხი. დღეს ვინ რატომ, რა მიზეზით მიიღეს გადაწყვეტილება, ეს მათ უნდა კითხოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ მკვეთრი ოპოზიციური პარტია და აღარ უნდა ვიყოთ "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის მთავარი მრჩევლის როლში, ეს როლი ვფიქრობ, არ არის შესაფერისი ოპოზიციური პარტიისთვის,“ - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი