ახლა მე უსუფაშვილმა ვთქვა, რომ ხალხო მე ერთ წელიწადში მერობის კანდიდატობას ვაპირებ, ორ წელიწადში პრეზიდენტობას, მერე პრემიერობას, არ იქნება და აბა მითხარით ვინ ხართ მზად რომ დამიდგეთ გვერდში, არ არის სერიოზული, - განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
უსუფაშვილის განცხადებით, ხალხი უნდა გაჩნდეს, რომელმაც თავის ლიდერი უნდა გამოავლინოს, რადგან წინ მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპებია.
„მე არ ვაპირებ, შევქმნა რაიმე ახალი გაერთიანება ჩემს გარშემო. თუ ასეთ იქნება ეს იქნება ახალი საძმო. ხედვა იმის თაობაზე, რომ ამა თუ იმ ლიდერის გარშემო შევკრიბოთ ვიღაცეები, ეს არის არასწორი. მე უსუფაშვილმა დავიწყო იმის გასინჯვა, ვინ არის ჩემს გვერდში და უკან დამდგომი, მაშინ ვერსადაც ვერ მივალთ. ჩემი აზრით, ხალხი უნდა გაჩნდეს, რომელმაც თავის ლიდერი უნდა გამოავლინოს, წინ გვაქვს პოლიტიკური ეტაპები. 2020 წელი არის ხელისუფლების შეცვლის ეტაპები. ერთი წლის თავზე გვაქვს ადგილობრივი არჩევნები აქ არის 70-ზე მეტი გამგებელი და მერია ასარჩევი. კიდევ ერთი წლის თავზე, ანუ დღეიდან 2 წლის თავზე არის კიდევ საპრეზიდენტო არჩევნები, მერე საპარლამენტო არჩევნები, პარტიას უნდა წარუძღვეს ლიდერი, რომელიც მერე პრემიერი იქნება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.