ძლიერი წვიმის შედეგად კვირიკეში, ხუცუბანსა და აჭყვისთავში 3 საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მეწყერული პროცესები განვითარდა
01-11-2016, 06:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უამინდობამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში უმნიშვნელო პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად კვირიკეში, ხუცუბანსა და აჭყვისთავში 3 საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მეწყერული პროცესები განვითარდა. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 


მათივე ინფორმაციით, ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგეიძემ საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ნაკაიძესთან ერთად კვირიკესა და ხუცუბანში დაზარალებული ოჯახები მოინახულა და მათ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

 


"დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას გეოლოგები და ინჟინერ-კონსტრუქტორები შეისწავლიან, ხოლო მათი კომპენსირების საკითხს სტიქიის შემსწავლელი ადგილობრივი კომისია განიხილავს", აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი