საქართველოს საპატრიარქომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ეკლესიისთვის მიუღებელია ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, ისევე როგორც მიუღებელია ძალადობა ზოგადად ადამიანის მიმართ."
მიმართვაში ხაზგასმულია, რომ ქრისტიანობამ თანაბარი უფლებები მიანიჭა მეუღლეებს, მაგრამ იერარქიაც განაჩინა; "ოღონდ იერარქიული ურთიერთობა სიყვარულის აუცილებელი პირობით განამწესა: ქმარი თავია ცოლისა, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა."
"ჩვენს საზოგადოებაში აქტუალურია დისკუსია ქალის როლსა და მნიშვნელობაზე, დღეს მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია საუბრობს ქალისა და მამაკაცის უფლებებეზე მაშინ, როდესაც, ჯერ კიდევ 2000 წლის წინ, ქრისტიანულმა სწავლებამ ეს დამოკიდებულება გამორჩეულად ამაღლებულად წარმოაჩინა.
ქრისტიანულ სარწმუნოებაში ქალი უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახით უპირველეს წმინდანად აღიარებული.
ქრისტიანული ოჯახიც განსაკუთრებულია. იგი მცირე ეკლესიად არის გამოცხადებული და მეუღლეებს შორის ურთიერთობა ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობის სიმბოლოდაა წარმოჩენილი. ამდენად, ამ წიაღში რაიმე ძალადობა თავიდანვეა გამორიცხული.
პავლე მოციქული ბრძანებს:
"ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა მიაგოს ცოლს, აგრეთვე ცოლმა - ქმარს. ცოლი კი არ უფლებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი და ქმარი კი არ უფლებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი (I.კორ.7 3-4)".
მართალია, ქრისტიანობამ თანაბარი უფლებები მიანიჭა მეუღლეებს, მაგრამ იერარქიაც განაჩინა; ოღონდ იერარქიული ურთიერთობა სიყვარულის აუცილებელი პირობით განამწესა: ქმარი თავია ცოლისა, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა.
"მამაკაცებო გიყვარდეთ თქვენი ცოლები ისევე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის (ეფ. 5,25)"
ამდენად, ბუნებრივია, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, ისევე როგორც მიუღებელია ძალადობა ზოგადად ადამიანის მიმართ," აღნიშნულია საპატრიარქოს მიმართვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.