თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, 120-მდე აკაცია და ჭადარი დაირგო. ხეები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჩუღურეთის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილესთან, ნუგზარ კახნიაურთან ერთად დარგო.
დედაქალაქის მერიის ცნობით, გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ 18 ძირი ჭადარი დაირგო. ხე-მცენარეების სიმაღლე 4 მეტრამდეა.
მერიაში აცხადებენ, რომ შემოდგომაზე, დედაქალაქში, 200 ძირი ჭადარი დაირგვება. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას, 4 წლის განმავლობაში, კონტრაქტორი კომპანია „გამწვანება 2016“ უზრუნველყოფს.
100-ზე მეტი აკაცია ირგვება წინამძღვრიშვილისა და ნინოშვილის ქუჩებზე. ხე-მცენარეების სიმაღლე 2,5-დან 3 მეტრამდეა. გამწვანების სეზონური ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში სხვადასხვა ადგილზე, სულ 1500 ძირი აკაცია დაირგვება. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია „მაგნოლია“, 4 წლის განმავლობაში, უზრუნველყოფს.
დავით ნარმანიას თქმით, საშემოდგომო რგვები მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
„გამწვანების სეზონური ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შევიდა. მტკვრის ორივე სანაპიროზე მიმდინარეობს გამხმარი ხეების ჩანაცვლება, ახლად დარგული ჭადრებით ხეივანი მთლიანად შეივსება. რაც შეეხება წინამძღვრიშვილის ქუჩას, აქ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ საგზაო სამუშაოები და აკაციების დარგვაც გათვალისწინებული გვქონდა. აკაციები ირგვება ნინოშვილის ქუჩაზეც. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში უკვე დარგულია რამდენიმე ათასი ხე-მცენარე. მიმდინარე გამწვანების სეზონური ღონისძიებები, მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური, ასევე, დეკორატიული თვალსაზრისით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
საშემოდგომო რგვების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხე-მცენარე დაირგვება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.