"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის წევრები იკრიბებიან. პარტიის ოფისში იმყოფება ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი სანდრა რულოვსი.
ამ დრომდე უცნობია, შევა თუ არა რულოვსი საკანონმდებლო ორგანოში პარტიის პროპორციული სიით, სადაც ის მეორე ნომერია.
ტელეკომპანია "იმედს" რულოვსმა განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
იგი დაახლოებით ორი კვირის წინათ ასევე აცხადებდა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მეორე ტურის შედეგების მიხედვით მიიღებდა, თუმცა, მეორე ტურის გამართვამდე საკუთარი კანდიდატურა მაჟორიტარული არჩევნებიდან მოხსნა.
მან აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის #66 საარჩევნო ოლქში, ორ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების შემდეგ მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.