თავდაცვის მინისტრი უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა
01-11-2016, 09:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს დავით რაქვიაშვილს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, ლევან იზორიამ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს და კონკრეტული გეგმებიც დასახეს.

 

 

„თავდაცვის სფეროში, სტრატეგიული მართვის თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უწყებათშორის თანამშრომლობას. ეს მკაფიოდ არის აღნიშნული ჩვენს სტრატეგიულ გეგმაში. ცალკეულ უწყებებთან, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოსთან თანამშრომლობას ერთ-ერთი პრიორიტეტული მნიშვნელობა ექნება მომავალში. დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა უშიშროების საბჭოს მდივანთან. დავსახეთ თანამშრომლობის საინტერესო ფორმატი. მომავალში ასეთ შეხვედრებს უფრო ინტენსიური ხასიათი ექნება“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი