საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირანის ელჩს შეხვდა
01-11-2016, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აბას თალები ფარი მიიღო.


საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე - რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.


"ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. შეხვედრაზე მხარეებმა კვლავ დაადასტურეს მზადყოფნა აქტიურად შეუწყონ ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

 


აბას თალები ფარმა მიულოცა ქართულ მხარეს ქვეყანაში წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს მომავალ მთავრობას წარმატებები უსურვა დასახული გეგმების განხორციელებაში", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი