2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას. მან თქვა, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული ოფიციალური წინასწარი შედეგები არ ასახავს რეალობას და საარჩევნო უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლის შემთხვევაში „სრულიად განსხვავებულ შედეგს მივიღებთ“.
ნათელაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ ისინი არჩევნების გაყალბების საკითხში შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ამ ფონზე კი, მისი თქმით, სანდრა რულოვსი „გამოიყურება ბევრად ვაჟკაცურად, ვიდრე მთელი „ნაცმოძრაობა“ ერთად აღებული“, რადგან მან უარი განაცხადა მე-2 ტურში მონაწილეობაზე.
„ჩვენ ვნახავათ, რომ „ლეიბორისტულმა პარტიამ“ რომ მიიღო 300 ხმა კონკრეტულ უბანში, იქ უწერია 3 ხმა, ან მაქსიმუმ 30 და 270 ხმა მიწერილია „ქართულ ოცნებაზე“ და გარკვეული ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“... ბიძინა ივანიშვილია ერთი პარტიის ლიდერი, რომელსაც ჰყავს ორი ფრაქცია: „ოცნება „ და „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ისე არიან ჩახუტებული ერთმანეთს, როგორც არის ყველი და პური... ისინი ერთი ბუდიდან ამომწვერვალდნენ, ისინი არიან ერთი სისტემის შვილები, ერთად მოდიოდნენ. ბატონი ივანიშვილი გახლდათ მათი და მათი პატრონების ფინანსური სპონსორი და არც არაფერი არის გასაკვირი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც არაფერი გაასაჩივრა, გარდა იმ უბნებისა, სადაც ვერ შეთანხმდნენ. ეს არის ზუგდიდი და მარნეული... და ცოტა აჭარაში. დანარჩენი ყველგან იყვნენ შეთანხმებულები. როდესაც დგებოდა ეს გაყალბებული ოქმები, აუცილებლად კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ უწერდათ ხელს. ახლა მე პირდაპირ ვიტყვი იმას, რაც არასდროს მითქვამს დადებით კონტექსტში. ქალბატონი სანდრა გამოიყურება ბევრად ვაჟკაცურად, ვიდრე მთელი „ნაცმოძრაობა“ ერთად აღებული, არ მიიღო მონაწილეობა მე-2 ტურში და პირდაპირ თქვა ის სიმართლე, რაც რეალურად დადგა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მან მოუწოდა ოპოზიციას არ შევიდეს პარლამენტში, რაც მისი აზრით, გამოიწვევს ახალი მოწვევის პარლამენტის დაშლას და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, „სადაც ივანიშვილი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აიღებს კონსტიტუციურ უმრავლესობას“.
„რაც განზრახული ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი პარლამენტში არშეშვება, ის შეასრულა. ამან, აი, შოკი და გაოცება მოახდინა აზიაში, ევროპაში და ამერიკაში... და რაც მთავარია ქვეყანაში მოახდინა შოკი... ის, რომ ჩვენ პარლამენტში არ შევსულიყავით და ბარიერი არ გადაგველახა, ამას ვერ წარმოიდგენდა ვერავინ. ვერ წარმოიდგენდა ვერავინ, მაგრამ ის რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიით და აგერ აქ, არაერთხელ გაისმა, რომ მიუხედავად მაღალი რეიტინგისა, თან აღიარა ეს, „ლეიბორისტულ პარტიას“ არ შეუშვებდა პარლამენტში... და მან შეასრულა ეს დანაპირები“, - აღნიშნა ნათელაშვილმა და დაამატა:
„რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტში?! აი, მე გეტყვით: იმიტომ, რომ ქვეყანა გაიფორმოს, უძრავი ქონება ჩაიგდოს ხელში, ზღვისპირეთი დაისაკუთროს ბიძინა ივანიშვილმა, რომ ყველა მომგებიანი ბიზნესი, მისი, მისი ნათესავების, მისი ძმების, ძმისშვილების, მისი თანაპარტიელების ხელში იყოს და ეს კაცი არის პრაქტიკულად დამპყრობელი, რომელიც საქართველოს არასოდეს არ მოვლენია, გარე დამპყრობელი შემოდიოდა, გადიოდა. ეს შემოვიდა, დაჯდა, როგორც ავთვისებიანი მეტასტაზა და ესე უშვებს მეტასტაზებს ჩვენს ეკონომიკაში, ჩვენს ბიზნესში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.