სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დაკავეს.
"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული დ.მ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ბუპრენორფინის შემცველი 150 აბი, 14 აბი მეტადონი და 0,4962 გრ მეტადონის ფხვნილი ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.
ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა", - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.