“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრსა და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს ხარკოვში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, ბრილიანტის მწვანე („ზელიონკა“) შეასხეს.
მომხდარი ფაქტის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდსის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს და საყვარელიძის ფოტოსაც აქვეყნებს.
“ხარკოვში, სტუდენტებთან გამოსვლის შემდეგ, ქუჩაში, დავით საყვარელიძეს სახეზე “ზელიონკა” შეასხეს. როგორ ჩანს, „ტიტუშკებს“ ძალიან უყვართ Halloween. ღირს ბრძოლა, რომ Halloween არ გაგრძელდეს წელიწადში 365 დღე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
„მინდა, მათ იმედები გავუცრუო, ასე მარტივად ჩვენ არ ვნებდებით. ჩვენ ასეთი გამოხდომებით ვერ შეგვაშინებთ", - მომხდარს ასე ეხმაურება თავად დავით საყვარელიძე.
"ისეთი, როგორიც მე ვარ, უკრაინაში მილიონია. მესმის, რომ ქუჩური, ხულიგნური მეთოდებით მოქმედებას შეეჩვივნენ და ზუსტად მათი დამსახურებაა, რომ დროებით ხელისუფლებაში მოვიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხი მალე ჩამოირეცხავს არაშორსმჭვრეტელ ლიდერებს და გაგზავნის მათ პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე, ისევე როგორც მე ვირეცხავ "ზელიონკას". ეთერში უნდა გავიდე, სადაც გავაგრძელებ სიმართლის თქმას მოქმედ ხელისუფლებაზე, როგორც აქამდე ვაკეთებდი. ჩვენი ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება! კარგად გაეცანით ჩემს აღზრდასა და წარსულს, ასევე, საიდან ვარ", - წერს საყვარელიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.