საქართველოს შეიარაღებული ძალების II საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან რვა წელი შეუსრულდა
02-11-2016, 01:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების II საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან რვა წელი შეუსრულდა. ბრიგადის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი ხონში, II საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

 

 

პირად შემადგენლობას იუბილე გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა მიულოცეს.

 


არტილერისტებს სიტყვით მიმართა სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ. სამხედრო მოსამსახურეები ბრიგადის კაპელანმა, მამა აკაკიმ დალოცა.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, ბრიგადის დაბადების დღეს, საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, სამი სამხედრო მოსამსახურე წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დაჯილდოვდა. 16 სამხედრო მოსამსახურეს კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უმწიკვლო სამსახურისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ასევე უწყებრივი მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ გადაეცა. ცერემონიალზე გამოვლინდნენ 22 ნომინაციაში გამარჯვებული საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეებიც, რომლებმაც სპეციალური სამახსოვრო ჯილდო მიიღეს.

 


II საარტილერიო ბრიგადის იუბილეზე სამხედრო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. მოგვიანებით, გენერალური შტაბის უფროსმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიგადის ტერიტორიაზე ხეები დარგეს.

 


საზეიმო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები, ხონის რაიონის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 


II საარტილერიო ბრიგადა 2008 წლის პირველ ნოემბერს, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, I საარტილერიო ჯგუფის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ბრიგადის დისლოკაციის ადგილად ქალაქი ხონი განისაზღვრა. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო სწავლებასა და ავღანეთში, ISAF-ის მისიაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი