ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკსა და სოფელ ვარგავში მისასვლელი გზის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ბეტონის საფარის გზის მოწყობას ითვალისწინებს.

"აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს ,,ცენტრ-ლაინი", რომლისთვისაც გამოყოფილია 98 000 ლარი. სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და გარკვეულ ვადებში დასრულდება", - აცხადებენ ასპინძის მუნიციპალიტეტში.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.