ვადასტურებ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი ამ თვის განმავლობაში გააკეთებს განცხადებას ახალი მთავრობის შესახებ, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მის შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა.
ხადური აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებში მონაწილეობა ჯერჯერობით არ მიუღია.
„ვმუშაობ, ვაგრძელებ მუშაობას, ჯერ კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიმიღია. ეს ყველაფერი არის პრემიერ მინისტრის კომპეტენცია, თქვენ ეს კითხვები პრემიერ მინისტრს უნდა დაუსვათ. ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.