"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტისადმი კიდევ ერთხელ მიმართავს, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის თაობაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე "ქრონიკულ დაავადებას" უწოდებს.
"როცა სხვა საქმე არ გაქვს და მხოლოდ პიარისა და დემაგოგიისთვის იბრძვი, რასაც ეს პოლიტიკური ძალა წლების განმავლობაში აკეთებდა, არ გამიკვირდება, რომ ყოველი კვირის დასაწყისში, ყოველი კვირის ბოლოს "ნაცმოძრაობამ" რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე გააკეთოს განცხადებები. ეს, ალბათ, მათი ქრონიკული დაავადება იქნება," აღნიშნა საგანელიძემ.
საგანელიძემ მთავრობის სამოქმედო გეგმის შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ უმჯობესია ნაჩქარევად მომზადებული დოკუმენტის ნაცვლად მთავრობამ საზოგადოებას "კარგად დამუშავებული" გეგმა წარუდგინოს.
"მე, აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ ქვეყანაში გარეშე ფაქტორებისა და გარე შოკების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მთავრობა გარკვეულად ცვლის რაღაც ნიუანსებს. ეს არ არის ისეთი უმნიშვნელო საკითხი, რომ შეიძლებოდეს ამის ნაჩქარევად - 2 დღეში, 3 დღეში ან 5 დღეში გაკეთება. დამერწმუნეთ, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს 5 მარტს იქნებოდა პროგრამა წარმოდგენილი თუ 15-ში. ასე რომ, საუბარი, არიქა 5 მარტს უნდა წარმოედგინათ, თუ არადა ქვეყანა ინგრევაო, მოდით რა, ქვეყნის დანგრევის ილუზია და სურვილი თუ ვინმეს აქვს, ღიად განაცხადოს, თორემ ამის აუცილებლობა არ არის. გვირჩევნია დოკუმენტი იყოს უფრო კარგად დამუშავებული და უფრო კარგად გამაგრებული, ვიდრე ნაჩქარევი იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციურ ძალას სჭირდება ასეთ დოკუმენტზე განცხადების გაკეთება," განაცხადა დავით საგანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.