ყველანი, ერთი ორის გარდა, წინააღმდეგობრივი მოძრაობიდან - 2003-2004 წლიდან მოვდივართ - გვირტყამდნენ, გვცემდნენ, მაგრამ გადავიტანეთ ეს ყველაფერი და ეს კაცი რომ არ მოსულიყო, კიდევ კაი ხანს ვიტყლაშუნებდით ტალახში, - აღნიშნული განცხადება ომარ ნიშნიანიძემ გააკეთა.
"ბიძინა ივანიშვილს ჩრდილოვანი გავლენები აქვს - რა თქმა უნდა, მას მორალური, პოლიტიკური და ფინანსური რესურსი აქვს, რომელსაც ბუნებრივია, გავლენა ექნება. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ეს პარტია, ეს მოძრაობა და მიგვიყვანა ჩვენ ყველანი.... მოვიდა, გადაგვარჩინა და ბუნებრივია, გავლენა ექნება. მოსესავით არის ეს კაცი, 40 წელი ატარა ლაბირინთებში და ეს გვპირდება 2030-ში გასვლას ფონს”, - აღნიშნა ნიშნიანიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.