საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პარლამენტში „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა.
წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ " როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ".
"ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს შემუშავებული კონსტიტუციით ვცხოვრობთ დღეს. ეს არის ის კონსტიტუცია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ქვეყანაში არის საპარლამენტო მმართველობა. პარლამენტი არის მთავრობის როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წყარო, აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, პარლამენტის როლი გაძლიერდეს. ამაზე პარლამენტი იმსჯელებს თუ არა ეს უკვე მათი საქმეა" - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.