საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ცვლილებები, სავარაუდოდ, არ იგეგმება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას წულუკიანმა აღნიშნა, ამ საკითხებთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებში "კომპეტენტური არ არის". მისი თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს იქ, სადაც უნდა მიმდინარეობდეს.
"მმართველი პარტია შესანიშნავი გამარჯვებით შედის საკანონმდებლო ორგანოში, პარტიის ლიდერის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. აქედან გამომდინარე, მე ამ კონსულტაციებში კომპეტენტური არ ვარ. თუმცა, ჩემთვის ცნობილია, რომ სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ცვლილება არ იგეგმება”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.