„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე მის შს მინისტრად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მდინარაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შესახებ, უსაფუძვლოა.
"ყველას ძალიან ვთხოვ ნუ აყვებიან მედიის მიერ გავრცელებულ აბსოლუტურად უსაფუძვლო ინფორმაციას ჩემი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შესახებ. მსგავსი არაფერი ხდება. იგივეს ვთხოვ ყველა ჟურნალისტს. ამ დღეების განმავლობაში რამდენიმეჯერ მომიწია ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და ყველგან იგივე დავაფიქსირე. სამწუხაროდ ჩემი კომენტარების ნაცვლად კვლავ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება", - წერს მდინარაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.