რომში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა
02-11-2016, 05:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რომში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა. ამის შესახებ გადაწყვეტილება რომში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელსაც რომის მერის მოადგილე ლუკა ბერაგამო, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ესწრებოდნენ.

 

 

თბილისის მერის მოადგილე და მერიის ადმინისტრაციის უფროსი იტალიაში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებიან. თბილისის მერიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ხუცურაული მერების რიგით მეორე სამიტში, სახელწოდებით, „ერთობა მრავალფერეოვნებაშია“ მონაწილეობენ. სამიტს 60-დე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ესწრება.

 

 

"წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა კლიმატური ცვლილებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ბუნებრივი და ენერგორესურსების მართვა. გარდა ამისა, სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემაა კონფლიქტურ ზონებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან.

 

 

სამიტი დღეს გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის, კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის მიმართულებით. კონფერენცია 4 ნოემბერს დაიხურება", - აცხადებენ დედაქალქის მერიაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი