პრეზიდენტის, პარლამენტის და სხვა ორგანოების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებით, არის კონსტიტუციური სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა, შესაბამისად, ყველანაირი საუბარი ამასთან დაკავშირებით არის სპეკულაციები, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება, კობახიძემ ასე უპასუხა:
„ჩვენ წინასწარ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება არ გვაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ფართო განხილვების საფუძველზე, ფართო კონსულტაციების და ფართო კონსესუსის საფუძველზე. ეს იქნებოდა კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა. ეს არის შესაბამისად, სპეკულაციები და არ ვიცი, რომელი კონსტიტუციონალისტები ბრჭყალებში თუ ბრჭყალებს გარეთ საუბრობენ ამაზე. პრეზიდენტის, პარლამენტის და სხვა ორგანოების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებით, არის კონსტიტუციური სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა, შესაბამისად, ყველანაირი საუბარი ამასთან დაკავშირებით არის, სპეკულაციები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.