საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ახალი მოადგილეები დღეს პლენუმის სხდომაზე აირჩიეს. ზაზა თავაძის მოადგილეები თეიმურაზ ტუღუში და ლალი ფაფიაშვილი იქნებიან.
საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა კი მერაბ ტურავამ დაიკავა.
პლენუმის დადგენილების შესაბამისად, პირველი კოლეგიის შემადგენლობაში შედიან: ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე), მაია კოპალეიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მერაბ ტურავა (სასამართლოს მდივანი); ხოლო მეორე კოლეგიის შემადგენლობა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: თეიმურაზ ტუღუში (თავმჯდომარე), თამაზ ცაბუტაშვილი და ირინა იმერლიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.