საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე, კერძოდ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გზის დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში ქვედა საყრდენი კედლის საძირკველი, კედლის ჩანგრეულ მონაკვეთზე - ახალი რკინა-ბეტონის კედელი და გამორეცხვისგან დასაცავად და გამაგრების მიზნით, რკინა-ბეტონის დამცავი კონსტრუქციები მოეწყობა. ასევე, კედელში განთავსდება სადრენაჟე მილები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 751 705 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.