საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "ქართული ოცნების" წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე და გიორგი კახიანი იმყოფებოდნენ.
სამუშაო-საორგანიზაციო შეხვედრაში პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვოლსკიმ განაცხადა, გაზაფხულზე რას მოიმოქმედებს დავით უსუფაშვილი, შექმნის თუ არა პოლიტიკურ პარტიას, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
„დავით უსუფაშვილი დიდი ხანია პოლიტიკაშია. საინტერესო ადამიანი და პოლიტიკოსია. გაზაფხულზე რას მოიმოქმედებს, შექმნის თუ არა პოლიტიკურ პარტიას, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
თუმცა ერთს ვიტყვი, რომ წარმატებული პარლამენტის თავმჯდომარის როლი და ფუნქცია გაქრა, როგორც კი პარტიულ ფორმატში გადაინაცვლა. ვნახოთ, როგორი იქნება დავით უსუფაშვილი გაზაფხულზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.