თეა წულუკიანმა პროექტის „50 საჯარო მოხელე“ 6 საუკეთესო მონაწილე ინგლისის მენეჯმენტისა და ენის საერთაშორისო კოლეჯში ერთთვიანი სასწავლო კურსით დააჯილდოვა
02-11-2016, 09:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პროექტ „50 საჯარო მოხელის“ 6 საუკეთესო მონაწილე ინგლისის მენეჯმენტისა და ენის საერთაშორისო კოლეჯში ერთთვიანი სასწავლო კურსით დააჯილდოვა.

 

 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სწავლება სრულად ფინანსდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ.

 


როგორც უწყებაში განმარტავენ, საუკეთესო მონაწილეები კომპლექსური მიდგომით 6 კრიტერიუმის მიხედვით შეირჩნენ, ესენია: ტესტირების ქულები; კურსზე დასწრების მონაცემები; პროგრესის მაჩვენებელი (ტრენინგამდე და ტრენინგის შემდგომი შეფასება); კონფერენციის შეფასება; ტრენერების რეკომენდაციები და სასწავლო პროცესის განმავლობაში მონაწილეთა დასწრება.

 


მინისტრმა წარმატებული მონაწილეები საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიას პროექტის მონაწილეები, ტრენერები, მონაწილეთა სტაჟირების ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 


პროექტი „50 საჯარო მოხელე“ მაღალი შეფასებებით 50-დან 37-მა მონაწილემ დაასრულა. 37 მონაწილიდან 30-მა ახალგაზრდამ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ოთხთვიანი სტაჟირება გაიარა, მათგან 22 საუკეთესო კი უკვე დასაქმდა სისტემაში, ხოლო 8-ს გაუგრძელდა სტაჟირება.

 

 

„იუსტიციის სისტემას კვალიფიციური კადრების ახალი თაობის მომზადება სჭირდება. სხვადასხვა საჯარო კონკურსმა აჩვენა, რომ კონკურსში წარმატებისთვის ახალგაზრდებს წინასწარი მომზადება სჭირდებათ ხოლმე. სწორედ აქედან დაიბადა იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროექტის იდეა „50 საჯარო მოხელე“, რომელიც, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, წარმატებული პროექტია და ახალგაზრდების საჯარო სამსახურში დასაქმებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფოს აძლიერებს“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

 


"საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტი „50 საჯარო მოხელე“ 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი ემსახურება იმ სტუდენტების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, მომავალი კარიერა საჯარო სამსახურს დაუკავშირონ. სასწავლო კურსი მოიცავდა სხვადასხვა სწავლებას, მათ შორის, საჯარო სამსახურის მუშაობის პრინციპების გაცნობას, საჯარო სამსახურის სისტემაში წარმატებისათვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას.

 


პროექტში მისაღებ კონკურსში მონაწილეობა შეეძლო 21-25 წლის საქართველოს მოქალაქეს (ბაკალავრი). რამდენიმეეტაპიანი შესარჩევი კონკურსი მოიცავდა ტესტირებებს და გასაუბრებას. კონკურსის წესით შეირჩა 50 საუკეთესო ახალგაზრდა. ისინი სპეციალურად ამ პროექტისთვის შემუშავებული ინტენსიური, უნიკალური, კომპლექსური სასწავლო პროგრამით გადამზადდნენ. ექვსთვიანი კურსი მოიცავდა სხვადასხვა შინაარსის 33 ტრენინგს. სასწავლო პროცესში ჩართული იყვნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, პროფესიონალები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

 


სასწავლო კურსი მიმდინარეობდა 2015 წლის 14 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი