საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის ცვლილება უტოპიურია.
როგორც მან "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, არ არსებობს არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, დაიწყოს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შესახებ კონსულტაციები.
"ჯერ კიდევ არჩევნების პირველი ტურის დასრულების დროს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ საჭირო იყო პრეზიდენტის არჩევის ცვლილება და მოჰყვა დისკუსიები. შემდეგ მოხდა ამ გაურკვეველ საკითხზე მსჯელობა დაიწყეს. რატომ დადგა დღის წესრიგში ეს თემა, არავინ იცის. მე მესმის, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ისინი დგანან დილემის წინაშე, რაში და როგორ გამოიყენებენ ისინი ამ უმრავლესობას....
პრეზიდენტის არჩევის ცვლილება უტოპიურია. იმიტომ რომ, ასეთი ლოზუნგი არ ახსოვთ ამომრჩევლებს "ქართული ოცნებისგან" წინასაარჩევნოდ. ეს თემა პრაქტიკულად არ არსებობს. სრულიად შეგნებულად ვიკავებდით თავს, რომ ამ თემაზე სერიოზულად გვესაუბრა. ამ თემის რეალურობას ვერ ვხედავ....
პრეზიდენტის ინსტიტუტი წარმატებულია დღეს, ამ ინსტიტუტმა ბევრი საკითხი გადაარჩინა, ეს ხომ ფაქტია. იქ, სადაც პრობლემა არ არის, რატომ ვიწყებთ იქიდან საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა იყოს გამოყენებული საზოგადოების უკეთესი ცხოვრების დონის უზრუნველსაყოფად და არა ცალკეული ახირებების განსახორციელებლად,"- განაცხადა აბაშიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.